კონფიდეციალურობა

  • |რა არის members.ge და რას წარმოადგენს ის?

members.ge - არის ქართული სოციალური ქსელი სადაც შესაძლებელია როგორც ხალხის გაცნობა ასევე ფილმების ყურება, თამაშების თამაში, ბლოგების წარმოება, საინტერესო მომენტების სხვისთვის გაზიარება და ბევრი სხვა რამ...


  • |რა ინფორმაციას აგროვებს members.ge თქვენზე?

members.ge თქვენგან აგროვებს შემდეგ ინფორმაციას:
თქვენი სახელი, გვარი, საცხოვრებელი მისამართი, მომხმარებლის სახელი, დაბადების დღე, ელფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი და სქესი.
  • |რაში ვიყენებთ თქვენს ინფორმაციას?

თქვენი ინფორმაცია გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ საიტზე members.ge, იმისთვის რომ მომხმარებლებს ქონდეს ინფორმაცია თქვენს შესახებ, თქვენი სურვილის მიხედვით შეგიძლიათ დამალოთ თქვენს შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია ეს იქნება დაბადების დღე თუ ტელეფონის ნომერი.

გაფრთხილება: დამალვის შემთხვევაში სხვა მომხმარებელი ვერ ხედავს თქვენს მიერ დამალულ ინფორმაციას, რაიმე დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს ნახოს თქვენი პირადი მონაცემები.
  • |რა არის ქუქი-ფაილები?

ქუქი-ფაილები არის მცირე ზომის ტექსტური ფაილები, რომლებიც ინახება თქვენს კომპიუტერში, პლანშეტსა თუ მობილურ ტელეფონში. ისინი არ არის ზიანის მომტანი თქვენი კომპიუტერისთვის და არც თქვენი უსაფრთხოებისთვის და, გავრცელებული აზრის მიუხედავად, საერთო არაფერი აქვს ისეთ ვირუსებთან, როგორიცაა 'Trojans'. როდესაც შედიხართ ვებსაიტზე, ქუქი-ფაილები საშუალებას აძლევს ვებსაიტს, რომ დაგიმახსოვროთ თქვენ და დაიმახსოვროს, თუ როგორ გამოიყენეთ ვებსაიტი თითოეული შესვლის დროს, რაც უზრუნველყოფს საიტის უკეთესად მორგებას თქვენზე.
  • |როგორ შევარჩიო პარამეტრები, რომლებითაც იმართება ქუქი-ფაილების გამოყენების ნებართვა?

თუ არ გსურთ ქუქი-ფაილების მიღება, შეგიძლიათ ბრაუზერის პარამეტრებში აირჩიოთ, რომ მიიღოთ შეტყობინება, როდესაც გეგზავნებათ ქუქი-ფაილები, ან შეგიძლიათ საერთოდ უარი თქვათ ქუქი-ფაილების მიღებაზე. აგრეთვე, შეგიძლიათ წაშალოთ უკვე ჩაწერილი ქუქი-ფაილები.
  • |როგორ ვიყენებთ ქუქ ფაილებს?

ჩვენ ვიყენებთ Google Inc.-ის (Google) მიერ უზრუნველყოფილ ვებანალიზის სერვისს - Google Analytics, რომელიც იყენებს ქუქი-ფაილებს იმის გასაანალიზებლად, თუ როგორ გამოიყენება ვებსაიტი, ჩვენს სისტემაში თქვენი გამოცდილების შემდგომი გაუმჯობესების მიზნით.

ამ ვებსაიტზე გამოყენებული იქნება ეგრეთწოდებული “მომხმარებლის იდენტიფიკატორი”. Google Analytics-ში მომხმარებლის იდენტიფიკატორი ფუნქციონირებს, როგორც თქვენი ფსევდონიმი. Google თქვენს ონლაინ ქცევასა და მომხმარებლის იდენტიფიკატორს აკავშირებს თქვენს პროფილთან. Google Analytics თვალს ადევნებს თქვენს აქტივობებს ანონიმურად სხვადასხვა მოწყობილობებში (პლანშეტი, სმარტფონი და სხვა).

ქუქი-ფაილების საშუალებით გენერირებული ინფორმაცია თქვენ მიერ ვებსაიტის გამოყენების შესახებ (მათ შორის თქვენი IP მისამართი) Google-ის მიერ გადაცემული და შენახული იქნება სერვერებზე აშშ-ში. Google ამ ინფორმაციას გამოიყენებს თქვენ მიერ ვებსაიტის გამოყენების შესაფასებლად, ვებსაიტზე აქტივობების შესახებ ჩვენთვის ანგარიშის შესადგენად და სხვა სერვისების უზრუნველსაყოფად, ვებსაიტზე აქტივობებთან და ინტერნეტის გამოყენებასთან დაკავშირებით. Google-მა ეს ინფორმაცია შეიძლება გადასცეს ასევე მესამე მხარეებს, როდესაც ამას მოითხოვს კანონმდებლობა, ან როდესაც მესამე მხარეები გადაამუშავებენ ინფორმაციას Google-ისთვის. Google არ დააკავშირებს თქვენს IP მისამართს მის ბაზაში არსებულ სხვა მონაცემებთან.

Google იღებს მხოლოდ მომხმარებლის იდენტიფიკატორს, პროფილის შემცველი ინფორმაციისა და სხვა პირადი მონაცემების გარეშე. შექმნილი პროფილის მოკლე ვერსია ხელმისაწვდომია ჩვენთვის. ჩვენ არ ვაკავშირებთ თქვენს სხვა პირად მონაცემებს პროფილთან, რომელიც დაკავშირებულია მომხმარებლის იდენტიფიკატორთან.

აგრეთვე შეგიძლიათ უარი თქვათ ქუქი-ფაილების გამოყენებაზე თქვენი ბრაუზერის სათანადო პარამეტრების არჩევით, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ასეთ შემთხვევაში თქვენ ვეღარ ისარგებლებთ ვებსაიტის ფუნქციონირების ყველა შესაძლებლობით. ამ ვებსაიტის გამოყენებით თქვენ თანხმობას აცხადებთ Google-ის მიერ თქვენი მონაცემების გადამუშავებაზე ისეთი მეთოდებით და იმ მიზნებით, როგორც ზევით არის აღწერილი.
  • |მომხმარებლის ხელშეკრულება

თუ განაგრძობთ ჩვენი საიტის გამოყენებას, ამით თანხმობას განაცხადებთ ქუქი-ფაილების ჩაწერაზე თქვენს მოწყობილობაში. თუ აირჩევთ, რომ არ მიიღოთ ქუქი-ფაილები, ჩვენ ვერ მოგცემთ იმის გარანტიას, რომ საიტის გამოყენებას ისევე სრულყოფილად შეძლებთ, როგორც ქუქი-ფაილების შემთხვევაში.